პრიალა გასაჭიმი ჭერი

რას წარმოადგენს პრიალა ჭერი და როგორ გამოიყურება მისი სარკისებური ზედაპირი

ამ ტიპის ჭერები მდიდარია ფერთა გამით, დაწყებული თეთრით დამთავრებული შავი ფერით. პრიალა ჭერს აქვს სარკისებური ზედაპირი, რომელიც მუქ ფერში უფრო მეტადაა გამოხატული ხოლო ღია ფერის გასაჭიმი ჭერი შედარებით ნაკლებად ირეკლავს.

ჭერის ფერი გემოვნების მიხედვით ირჩევა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის რომ რაც მეტია ფართობი მით ღია ფერის ჭერი უდნა შეირჩეს.

პრიალა გასაჭიმი ჭერის პლიუსები:

1. თუ თქვენ აირჩევთ ღია ფერის პრიალა ჭერს თქვენ შექმნით იდეალურად სუფთა ზედაპირის შეგრძნებას. იქმნება არეკვლის ეფექტი შუქი იფანტება და ოთახიც უფრო ფართო ჩანს გლუვი გასაჭიმი ჭერისგან განსხვავებით.

2. სარკული ზედაპირი რაღაც დონეზე ირეკლავს შუქს ამიტომ ოთახი უფრო განათებული ჩანს და შესამბამისად სანათების ნაკლები რაოდენობაა საჭირო.

3. გასაჭიმი ჭერი არ საჭიროებს არსებული ჭერის გასწორებას რადგან ჭერი დაფარავს ყველა უწესივრობას და უზრუნველყოფს იდეალურ სისწორეს.

4. კიდევ ერთი დადებითი თვისება პრიალა ჭერის; დასვრის შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ ჭერის შეცვლა, ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს მის გაწმენდას.

5. ზედაპირი არ იზიდავს მტვერს და ჭუჭყს ასევე არ იმუხტება.

6. იდეალური სახმარია სააბაზანოსა თუ სამზარეულოში რადგან მატერიაზე ცუდად ვერ მოქმედებს მაღალი თუ დაბალი ტემპერატურა.

7. პრიალა ფაქტურა უფრო მეტად ჯდება თანამედროვე სტილში.

პრიალა გასაჭიმი ჭერის მინუსები:

1. პირადი ნეგატიური განწყობა პრიალა ზედაპირის მიმართ.

2. ზოგიერთ შემთხვევაში პრიალა ზედაპირი არ ესადაგება ოთახის სტილს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ გლუვი ზედაპირის მქონე ჭერი.

3. პრიალა და ზოგადად გასაჭიმი ჭერის რეალური მტერი ბასრი და მახვილი საგნებია!

პრიალა გასაჭიმი ჭერის დიზაინში:

პრიალა ჭერი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფორმის ან ფერის. ამის გარდა პრიალა გასაჭიმ ჭერზე შესაძლებელია დაიბეჭდოს ნებისმიერი გამოსახულება. ფირზე ბეჭდვის ტექნოლოგია იდეალურ შედეგს გვაძლევს გამოსახულების ხარისხის მხრივ პრიალა გასაჭიმ ჭერებზე.

რომელი უკეთესია პრიალა თუ გლუვი?
რა თქმა უნდა ეს რიტორიკული კითხვაა. ამ საკითხში უმჯობესია გადაწყვიტო არა რჩევებით არამედ ოთახში არსებული რეალური ფაქტორებიდან გამომდინარე. თუ თქვენი ჭერი დაბალია უმჯობესია პრიალა ზედაპირის მქონე გასაჭიმი ჭერი, თუ ჭერის სიმაღლე არ მოითხოვს დამატებითი იმიტაციის შექმნას მაშინ აირჩიეთ ის რომელიც თვალში უკეთ მოგხვდებათ. ფირის ხარისხი ორივე შემთხვევაში საუკეთესოა. გასაჭიმი ჭრების ყველა დადებითი მახასიათბელი ვრცელდება როგორც: პრიალა გასაჭიმ ჭრებზე ასევე გლუვზე. ისინი ერთნაირად საიმედოა, ადვილად ირეცხება და ეკოლოგიურადაც სუფთაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *