ორ დონიანი

ორ დონიანი გასაჭიმი ჭერი

ორ დონიანი/მრავალდონიანი ჭერი ჯერ კიდევ თაბაშირ მუყაოს დროს შემოვიდა.

დღეს უკვე შესაძლებელია აიწყოს ორ დონიანი, მრავალ დონიანი ჭერი, როგორც თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციის და გასაჭიმი ჭერის საშუალებით.

 

რას წარმოადგენს მრავალ დონიანი გასაჭიმი ჭერი:

ეს არის სხვადასხვა დონეზე ცალკეულად დამონტაჟებული კონსტრუქციები რომელზეც ხდება შემდგომში გასაჭიმი ჭერის დაყენება.

ორ დონიანი გასაჭიმი ჭერი

 

მრავალ დონიანი გასაჭიმი ჭერის შესაძლებლობები:

თქვენ უკვე იცით, რომ შესაძლებელია ორ დონიანი გასაჭიმი ჭერის ინსტალაცია. ამით ამ ტიპის ჭერის შესაძლებლობები არ დამთავრებულა. ჩვენ დაგეხმარებით ამოარჩიოთ უამრავი ვარიანტიდან ერთ ერთი საუკეთესო თქვენთვის მორგებული.
ორ დონიანი ჭერის ინსტალაციის შემთხვევაში მხოლოდ 2 ფერზე არ ჩერდება მთელი ფანტაზია, მაგალითად პრიალა და გლუვი ჭერის კომბინაციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასევე შესაძლებელია შიდა დონეზე გაიჭიმოს დაბეჭდილი გასაჭიმი ჭერი.
ორ დონიანი გასაჭიმი ჭერი.
ასევე შესაძლებელია გასაჭიმი ჭერის შიდა დონეზე დამონტაჟდეს ფარული განათება.
ორ დონიანი გასაჭიმი ჭერი.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მახვილი კუთხის გამოყვანა, ასეთ დროს საკმაოდ წარმატებით კომბინირდება გასაჭიმი ჭერი თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციასთან.
ფერი, კონსტრუქცია, ნახატი, პრიალა თუ გლუვი, განათებით თუ მის გარეშე ყველა ამ შესაძლებლობას როგორ გამოიყენებთ ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.

 

მრავალ დონიანი გასაჭიმი ჭერის დადებითი მახასიათებლები:

1. მატერიის ფერის თუ ფაქტურის დაახლოებით 200 ვარიანტია თქვენთვის ხემისაწვდომი, რომ არაფერი ვთქვათ თქვენთვის სასურველი ნახატის დაბეჭდვაზე.
2. გარეგნული ორიგინალურობა და შეუდარებელი ესთეტიურობა.
3. წყლისგან დაცვა. გასაჭიმ ჭერს შეუძლია გადაარჩინოს თქვენი სახლი სერიოზულ ფინანსურ ზიანისაგან იმ შემთხვევაში თუ მეზობელი ზემოდან ჩამოუშვებს წყალს.
4. გასაჭიმი ჭერი საშუალებას გვაძლევს ცალკეულ ნაწილებში მოხდეს მისი დემონტაჟი. მაგალითად, თუ გვინდა რომ მივაღწიოთ ელექტრო გაყვანილობამდე რომელიც თავის თავად იმალება ჭერის ზემოთ.
5. დაყენების სიჩქარე. ორ დონიანი გასაჭიმი ჭერის ინსტალაცია შესაძლებელია 1 დღის ვადაში თავისი ჭაღით და განათებებით. (რა თქმა უნა გააჩნია კვადრატულობას.)

სუფთა მონტაჟი, ფერთა კომბინაციის საშუალება, სხვადასხვა ფაქტურების კომბინაცია, ოთახის ზონებად დაყოფის შესაძლებლობა, ფორმების შეუზღუდავი რაოდენობა. ეს ის დადებითი ფაქტორებია რომელზეც დეტალურად არ ვისაუბრებთ. 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *