გლუვი გასაჭიმი ჭერი

რას წარმოადგენს გლუვი გასაჭიმი ჭერი?

გლუვი ე.წ “მატოვი” გასაჭიმი ჭერი მდიდარია ფერთა გამით, მაგრამ მას არ აქვს არეკვლის ეფექტი. ვიზუალურად გამოიყურება როგორც შეღებილი ზედაპირი

გლუვი გასაჭიმ ჭერს აქვს სხვადასხვა უპირატესობები: სწრაფად ყენდება, იგი იდეალურად სწორია, ფერთა ფართო არჩევანი.

რომელ შემთხვევაშია უმჯობესი გლუვი გასაჭიმი ჭერის გამოყენება?

1. იმ შემთხვევაში როდესაც თქვენ არ გინდათ სხვადასხვა საოცრებები ჭერზე, უბრალოდ გინდათ ტრადიციული თანაბარი თეთრი ჭერი. თუ ძირითადი ჭერი შენობაში არ არის სწორი ან ჭერზე გადის სხვადასხვა ელექტრო მავთულები ამ შემთხვევებში აუცილებელია დეფექტების დამალვა. აქ გლუვი გასაჭიმი ჭერი უბრალოდ შეუცვლელია. გიფსო კარდონთან შედარებით გასაჭიმ ჭერს აქვს უამრავი პლიუსები:

– გასაჭიმი ჭერი ბევრად სწრაფად ყენდება და გიფსო კარდონთან შედარებით მტვერი და ჭუჭყი ნაკლებია.

– თქვენ არ გჭირდებათ მასალების ყიდვაზე ფიქრი: გიფსოკარდონი, პროფილი, დუბელი, შპაკლი, საღებავი და ა.შ. არ გიწევთ ზრუნვა მათ მოტანასა თუ სახლში ატანაზე.

– გასაჭიმი ჭერი არ იკეთებს ბზარებს, წყლის ჩამოშვების შემთხვევაში გასაჭიმი ჭერი იხსნის თქვენს რემონტს დაზიანებისგან და გასიამოვნებთ მრავალი წელი.

– რაც მთავარია! გასაჭიმი ჭერი საბოლოო ჯამში არ ჯდება თაბაშირ მუაოზე ძვირი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თაბაშირ მუყაოს ინსტალაციის გარდა სჭირდება დაშპაკვლა, გაშკურკვა იდეალურ დონეზე და შეღებვა. + თქვენ ვერ მიიღებთ შედეგად იდეალურად სწორ ზედაპირს.

2. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გინდათ დაამონტაჟოთ ფარული განთება ჭერის შიგნით აქაც გლუვი გასაჭიმი ჭერი არის იდეალური არჩევანი. პრიალა ზედაპირისგან განსხვავებით გლუვი ზედაპირი არ ირეკლავს განათების წყაროს შესაბამისად თქვენ მიიღებთ თანაბრად განათებულ ჭერს.

3. თუ თქვენი სახლი მოწყობილია კლასიკურ სტილში და თქვენი შეხედულებით პრიალა ზედაპირი შეუსაბამოა, ამ შემთხვევაშიც თქვენ გჭირდებათ გლუვი გასაჭიმი ჭერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *