გასაჭიმი ჭერი ვანაში

admin   17.11.2018   გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გასაჭიმი ჭერი ვანაში


მომხმარებლის თხოვნით ამ პოსტში განთავსდა აბაზანის სხვადასხვა სურათები. შევეცადეთ მოგვეძია  სხვადასხვა ვარიანტები, რაც შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო იყოს. 

გასაჭიმი ჭერის პლიუსები ვანაში:

  1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პლიუსი არის გასაჭიმი ჭერის არეკვლადობა. პრიალა ამრეკლავი ზედაპირი მატებს სივრცის შეგრძნებას აბაზანაში.
  2. თქვენ არ მოგიწევთ ვანის საბაზო ჭერის გარემონტება და ამაზე ზედმეტი ხარჯების გაწევა. 
  3. ფერთა ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ ჭერი მიუსადაგოთ არსებულ ინტერიერს, კედლებსა თუ იატაკს.
  4. გასაჭიმი ჭერი არ იჩერებს კონდესატს.
  5. ზედაპირი არ იზიდავს მტვერს და ჭუჭყს ასევე არ იმუხტება.
  6. იდეალური სახმარია სააბაზანოში რადგან მატერია არ ზიანდება ტემპერატურის ცვლილების გამო.
  7. რაც მთავარია ჩვეულებრივ შეკიდულ ჭერთან შედარებით გასაჭიმი ჭერი არ არის ძვირი თუ ნაკლები არა ზოგიერთ შემთხვევაში.

პრიალა გასაჭიმი ჭერის მინუსები:

  1. ერთადერთი მინუსი გასაჭიმი ჭერის არამდგრადობა ბასრი ნივთების მიმართ.

ვანაში გასაჭიმი ჭერი დიზაინში:


გასაჭიმი ჭერი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფორმის ან ფერის.

გლუვი გასაჭიმი ჭერი შესანიშნავი არჩევანია ვანაში სადა დიზაინის მოყვარულთათვის.

ფირზე ბეჭდვის ტექნოლოგია იდეალურ შედეგს გვაძლევს გამოსახულების ხარისხის მხრივ. რა თქმა უნდა ბევრისთვის ნახატი ჭერზე არასასურველი ან საერთოდ მიუღებელია, მაგრამ ბევრისთვის საკმაოდ სასურველია. ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული.